სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ გამოექომაგა ინგა გრიგოლია მამა გაბრიელის საფლავთან შეკრებილებს

მას შემდეგ რაც დედა პარასკევამ ნიშანი მიიღო, მამა გაბრიელის საფლავზე მისვლის შემთხვევაში მორწმუნეებს სურვილები შეუსრულდებათო, მცხეთაში ხალხის რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. აღნიშნულთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები გაჩნდა საზოგადოებაში. მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავის მოსანახულებლად ჩასული ხალხი ბევრმა გააკრიტიკა.

სურვილების შესრულების რწმენის გამო მცხეთაში ჩასულებს ფეისბუქზე სტატუსი მიუძღვნა ინგა გრიგოლიამაც.

„რწმენით საოცრებები ხდება...თუ გჯერა-ნებისმიერი მიზანი მიღწევადია..არ მესმის ასეთი შეტევა და დაცინვა იმ ადამიანებზე,ვინც თავისმა რწმენამ მიიყვანა ამ დღეებში მცხეთაში,მამა გაბრიელის საფლავზე.არ მესმის ,ვის რა უფლება აქვს დასცინოს სხვის რწმენას....ვისაც სჯერა-თავისებურად სჯერა და სულაც არაა ვალდებული საკუთარი რწმენის ხარისხი შეუსაბამოს სხვათა მოსაზრებებს..რა ვიცი...ძალიან გამაკვირვა ასეთმა შეტევამ მათზე,ვინც ამ ყინვაში რამდენიმე საათი იდფა საფლავთან...ჩვენი გადასახედიდან ადვილია ხომ სხვების განსჯა...არადა ვინ იცის,რამდენი შეჭირვებული ადამიანი სთხოვდა თავისი რწმენით ღმერთს იმ ადგილას დახმარებას...“ - წერს გრიგოლია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100