სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხელისუფლებიდან პუტინის ჩამოშორება ერთადერთი გზაა საფრთხისგან დასაცავად - ლანდსბერგისი

ხელისუფლებიდან პუტინის ჩამოშორება ერთადერთი გზაა მოსკოვიდან მომავალი საფრთხისგან დასავლეთისა და მისი მოკავშირეების დასაცავად - ამის შესახებ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გამარჯვების დღეს პუტინის ყოველწლიური გამოსვლა და გენერლების "პირქუში სახეები" აშკარად აჩვენებდა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში წარუმატებლობას განიცდის, თუმცა დასძენს, რომ "დაჭრილი პუტინი უფრო საშიშია და მისი მოშორებაა საჭირო". "ჩვენი გადმოსახედიდან, სანამ დღევანდელი რეჟიმი იქნება ხელისუფლებაში, მის გარშემო მყოფ ქვეყნებს გარკვეულწილად საფრთხე ემუქრებათ. არა მხოლოდ პუტინი, არამედ მთელი რეჟიმი", - განაცხადა ლანდსბერგისმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100