კაცმა ჯერ მანქანით გადაუარა ქალს, შემდეგ სახლში შეიჭრა და სროლა დაიწყო – ყოფილი ცოლის ოჯახზე თავდასხმის დეტალები
მარნეულში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
გავრცელებული ვერსიით, კაცმა ქალს ჯერ მანქანით გადაუარა, რის შემდეგაც სახლში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო და ქმარს ორი თვის წინ გაშორდა.
ადგილობრივები ამობენ, რომ მსგავსი კონფლიქტები ოჯახში ხშირი იყო.
„კურიერის“ ინფორმაციით, სროლის დროს მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. მამაკაცმა მარნეულში ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა. შეიარაღებული თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრნენ ყოფილი ცოლისძმა და სიდედრი.
გარდაცვლილი ქალი 27 წლისაა. მას 3 შვილი დარჩა.
კომენტარი