სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახი კალაძე "პროგრეს-ბანკს" ჰყიდის

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი კახი კალაძე "პროგრეს-ბანკს" ჰყიდის.

როგორც "პირWელს" "კალა კაპიტალის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ოთარ ჩრდილელმა განუცხადა, მოლაპარაკებები რამდენიმე პოტენციურ მყიდველთან მიმდინარეობს, თუმცა მათი ვინაობის დასახელებისგან მან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

"დეტალები არ ვიცი, მაგრამ რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, საუბარია ბანკის პროცენტული ნაწილის და არა საკონტროლო პაკეტის გაყიდვაზე", - განუცხადა "პირWელს" ჩრდილელმა.

რაც შეეხება გაყიდვის მიზეზებს, ჩრდილელი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ "ბიზნესში ყიდვა-გაყიდვა ჩვეულებრივი მოვლენაა".

ცნობისთვის, "პროგრეს-ბანკი" საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "კალა კაპიტალის" საკუთრებაა. ბანკის გენერალური დირექტორი კოტე სულამანიძეა, აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე - ლორენცო ჩიპრიანი, ცნობილი ფეხბურთელი კახი კალაძე კი "პროგრეს-ბანკის" აღმასრულებელი საბჭოს წევრია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100