"სულ რომ ფეხით მომიწიოს თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლა, მე ამას გავაკეთებ" - რუსი გოგონას პოსტი საქართველოზე
სოციალურ ქსელში, ცოტა ხნის წინ შექმნილ ჯგუფში Spend your summer in GEORGIA რუსი გოგონა წერს პოსტს და ეხმაურება ბოლოდროინდელ მოვლენებს:"გამარჯობა. მინდა ვთქვა, რომ საქართველო ჩემი მეორე სახლია. გაუქმებული ფრენები და პოლიტიკური დაპირისპირება ვერ შეცვლის ჩემს დამოკიდებულებას ამ საოცარი ქვეყნისადმი. სულ რომ ფეხით მომიწიოს ჩამოსვლა, რათა ჩემს მეგობრებსა და ახლობელ ადამიანებს შევხვდე, მე ამას გავაკეთებ" - წერს რუსი ინტერნეტ მომხმარებელი.
ჯგუფში
Spend your summer in GEORGIA უამრავი ადამიანი არის გაწევრიანებული, მათ შორის რუსეთიდან და თითოეული მათგანი ჩვენი ქვეყნის სილამაზეზე, სტუმართმოყვარეობასა და დაგეგმილ ტურებზე წერს. ამ ჯგუფში ნათლად ჩანს მათი დამოკიდებულება საქართველოსადმი, რაც ძალიან დიდ სტიმულს აძლევს ქართულ საზოგადოებას.
კომენტარი