სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფეისბუქმა მამაკაცს პირადი გვერდი დაუბლოკა, რადგან მან კიბოსგან მომაკვდავი ცოლის ფოტო ატვირთა (+18)

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს 42 წლის ლოუ მილტონს ფეისბუქზე საკუთარი პროფილი დაებლოკა, რადგან მამაკაცმა მომაკვდავი ცოლის ფოტო ატვირთა თავის გვერდზე, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოთი იტანჯებოდა - წერს გამოცემა Daily Mail.

ფოტო უამრავმა ადამიანმა გააზიარა თავის გვერდზე, რაც ფეისბუქის ადმინისტრაციას უყურადღებოდ არ დარჩენია.

2016 წლის 22 დეკემბერს 32 წლის დონა ლოუს საშვილოსნოს ყელის სიმსივნის მეოთხე სტადიის დიაგნოზი დაუსვეს. 2017 წლის აგვისტოში ოთხი შვილის დედა გართულებული მდგომარეობის გამო ლოგინად ჩავარდა. მილტონმა ფოტო გამოაქვეყნა თავისი მეუღლის, როგორი იყო სიმსივნემდე და როგორ გამოიყურებოდა უკვე დაავადებული - ამ სურათით ლოუმ მოუწოდა ქალებს, რომ თავის დროზე პროფილაქტიკის მიზნით ჩაიტარონ სკრინინგი და თავიდან აიცილონ ის მდგომარეობა, რაც დონას ჰქონდა მეოთხე სტადიაში.

უამრავი გაზიარებისა და ბევრი გამოხატული ემოციის გამო სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ ეს ფოტო ინტერნეტ მომხმარებლების ფსიქოლოგიისთვის დამამძიმებელი იყო და შესაბამისი ზომები მიიღო, თუმცა მილტონი ვერ მიხვდა, რატომ მოექცნენ მას უსამართლოდ, რადგან თვლიდა, რომ ფოტოს გამაფრთხილებელი შინაარსიდან გამომდინარე კეთილი საქმე გააკეთა. ფეისბუქ ადმინისტრაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს არ აკეთებს და არც საკუთარ მომხმარებელს ხდის ინფორმირებულს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის აღუდგება მილტონს თავისი გვერდი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100