ჩამოსულების 7 უპირატესობა თბილისელებთან მიმართებით, ანუ რატომ არის ჩამოსულობა საამაყო!
გარკვეული პერიოდის წინ, დავდე ბლოგ პოსტი, რომელიც შეეხებოდა ჩამოსულების დისკრიმინაციას თბილისის მაცხოვრებლების მხრიდან, უფრო სწორად, მათი გარკვეული, შეუმდგარი სეგმენტის მხრიდან, სადაც ე.წ. ჩამოსულების ერთგვარი დაცვაც გამომივიდა.
ამ შემთხვევაში, შევეხებით იმას, თუ რატომ უნდა იამაყოთ იმით, რომ ოდესღაც სხვა ქალაქიდან/სოფლიდან ჩამოხვედით, ანუ რა უპირატესობა აქვთ ჩამოსულებს, თბილისში დაბადებულ და გაზრდილ ხალხთან მიმართებით:
და ბოლოს, რეგიონიდან თბილისში ჩამოსვლისას, ან ჩამოსვლის შემდეგ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ:
- იქნება პერიოდები, როცა ვიღაცას თქვენთან მეგობრობა არ მოუნდება, რაკი „სოფლელს“ თავს ვერ გაუყადრებს და დადგება დრო, როცა ეს და სხვა ბევრი მსგავსი ვიღაც ფეხებში ჩაგივარდებათ და თქვენთან მეგობრობას მოისურვებენ, მაგრამ მერე უკვე თავად გაგიქრებათ მათთან კომუნიკაციის სურვილი;
- იქნება აგიტაციაც, რომ დაბრუნდეთ თქვენს ქალაქებში და ნუღარ წაართმევთ სამუშაო ადგილებს ადგილობრივებს, როცა ამის მარტივი გადაწყვეტა არსებობს: გახდი ჩემზე უკეთესი და ვეღარ წაგართმევ, ანუ პრობლემა მხოლოდ მათშია და თქვენ ეს ფეხებზე უნდა დაიკიდოთ.
- იქნება დაცინვაც: აქ ქირით ცხოვრებას არ გირჩევნია შენს სოფელში წაეთრე და საქმეს მიხედო? ეპითეტები: უსახლკარი, უთვისტომო, ჩამოთრეული… თქვენ გული დაგწყდებათ, რომ მათსავით ვაკეში, ვერაზე და ა.შ. არ ცხოვრობთ და ვერც პასუხის შესაძლებლობა გაქვთ, თუმცა გავა დრო და ზუსტად ეს ნაცნობები, სხვა ჩამოსულებზე გათხოვდებიან/შეუღლდებიან, მერე ქირით გადავლენ სადმე, მათსავე საძულველ გარეუბანში, ან თქვენი შეძენილი რამდენიმე ბინიდან, რომელიმეს იქირავებენ J თქვენ კიდევ, შეინარჩუნებთ ღირსებას, სულგრძელობას და ძველი ცოდვებისთვის მათ არასდროს დასცინებთ.
- ისინი, ვინც მეტყველებას, ჩაცმულობას, მანერებს გიწუნებდნენ, თქვენი ფანები გახდებიან და ამ ყველაფერში, თავად მოგბაძავენ…
- ისინი, რომლებიც აღდგომას თქვენს რეგიონებში ჩასვლას დასცინოდნენ, თავად გამოიკეტებიან რეგიონებში, ან ევროპის ან აზიის რომელიმე ქვეყნიდან ჩამოფრენილს, რჩევას გკითხავენ, დააკვალიანოთ, როგორ იმოგზაურონ იაფად და თქვენც ყველა წყენას დაივიწყებთ და სულგრძელად და ვრცლად აუხსნით დეტალებს…;
- ნებისმიერი წინააღმდეგობა, ზურგის შექცევა, ხელის კვრა, აგრესია, თუ ირონია თქვენი სწრაფი განვითარების წინაპირობა იქნება და კიდევ დიდი მუხტის, წიწილებს ხომ შემოდგომით ითვლიან, ხოლო იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის…
ჰო, ვინც ბოლოს იცინის და გაითვალისწინეთ ისიც, რომ ყველაფერი, რაც უკვე გააკეთეთ მხოლოდ ღიმილი იყო, ცრემლებამდე ხარხარი ჯერ კიდევ წინაა და თქვენს ეს შეგიძლიათ, შემოდგომაც კიდევ არაერთხელ დადგება და თქვენც სულ უფრო მეტ წიწილს დაითვლით.
და ზოგადად:
- ხანდახან რაც არ გერგებათ, ის ყველაზე კარგად შეიძლება შეირგოთ (თბილისი მაგალითად)
- წიწილების დასათვლელად ყოველთვის შემოდგომას ნუ დაელოდებით, ეს წელიწადის ყველა დროს შეგიძლიათ;
- ხანდახან პირველი ქვა ცოდვილმაც შეიძლება გესროლოთ და ამისთვის მზად უნდა იყოთ;
- ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის, თუმცა გააჩნია რამდენად ხმამაღლა ყეფს ძაღლი;
- ძეხვს თუ ვერ შეწვდებით, პარასკევი არაფერ შუაშია, ესროლეთ და ჩამოაგდეთ!
გისურვებთ წარმატებას!
კომენტარი