სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ ითხოვენ მერაბიშვილთან ციხეში ექიმის შესვლას?

ევროპარლამენტარი კჟიშროფ ლისეკის ინფორმაციით ვანო მერაბიშვილმა წონაში დაიკლო. ამის შესახებ ლისეკმა მერაბიშვილის ციხეში მონახულების შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ყოფილი პრემიერი ექიმმა შეამოწმოს.

"6 კვირის წინ მე მერაბიშვილი მოვინახულე. მან წონაში საკმაოდ დაიკლო და ვფიქრობ, ის ექიმებმა უნდა შეამოწმონ. ოჯახთან დაკავშირებული საკითხი ამ დრომდე მოგვარებული არ არის და კარგი იქნება თუ მიეცემა შესძლებლობა ვანო მერაბიშვილი მოინახულონ მეუღლემ და შვილებმა, ან მიიღოს მათგან წერილი" , – განაცხადა ლისეკმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100