
ზუგდიდში მოპედი განათების ბოძს შეეჯახა - არის მსხვერპლი
ზუგდიდში, შოთა ხუბულავას ქუჩაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მოპედის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
კომენტარი