
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 29 კმ-ში, სოფელ ლუთხუბთან იყო. 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 04:12 საათზე დაფიქსირდა.
მანამდე საქართველოში 3.2-ბალიანი მიწისძვრა დმანისთან მოხდა.
კომენტარი