უკრაინაში პროკურორის შვილმა თავი პროკურატურის წინ ჩამოიხრჩო
უკრაინული ინტერნეტგამოცემა „აიფ“ იუწყება, რომ დნეპროპტროვსკის ოლქში საზარელი შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთი დასახლების, მაგდალინოვკას ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ახალგზარდა მამაკაცის ცხედარი ხეზე, ყულფში თავგაყრილი იპოვეს.
ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს, რომ ბიჭის ცხედარი ხეზე ეკიდა, თუმცა, არა სიმაღლეზე: ყმაწვილი უსიცოცხლო მუხლებით მიწასაც კი ეხებოდა.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ცხედარი ცარიჩანსკის რაიონის პროკურორის შვილისაა. 20 წლის ბიჭი მამისგან განცალკევებით, მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა. ხე, რომელზეც ცხედარი იპოვეს, პროკურატურის შენობის პირდაპირ დგას.
გარდაცვლილის ახლო მეგობრები სუიციდის დაშვებას ანდრეის მხრიდან კატეგორიულად გამორიცხავენ და მკვლელობაზე საუბრობენ: „ანდრეიარ იყო ისეთი ადამიანი, რომ ყურები ჩამოეყარა, როგორ პრობლემასაც უნდა შეჯახებოდა. ახლახან დაბრუნდა არმიიდან, ხვდებოდა გოგონას, სიცოცხლეს შეჰხაროდა და თავს არაფრით მოიკლავდა“, - ამბობენ გარდაცვლილის მეგობრები.
კომენტარი