სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯენიფერ ლოპესი ყოფილი მძღოლისგან 20 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვს

ჯენიფერ ლოპესმა სასამართლოში სარჩელი თავისი მძღოლის წინააღმდეგ აღძრა. ვარსკვლავი ჰაკობო მანუკიანისგან შანტაჟის მოწყობის მცდელობის გამო 20 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვს.

როგორც ლოპესი ირწმუნება, მანუკიანი ცდილობდა გაეგო ვარსკვლავის საცხოვრებელი სახლის ხმოვანი სიგნალის კოდი, ასევე უსაფრთხოებასთან არსებულ წესებს საერთოდ არ ითვალისწინებდა. მანუკიანი თავს ლოპესის ოჯახის წევრად თვლიდა.

ლოპესის მხრიდან გამოჩენილი სიმკაცრის შემდეგ, მანუკიანმა მომღერალს 2.8 მილიონი ამერიკული დოლარი მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვადასხვა საიდუმლოების გამხელით დაემუქრა. შედეგი კი მისთვის არასახარბიელო აღმოჩნდა და ახლა მის საქმეს სამართალდამცავები იძიებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100