„მაგ ტრ...ის თამაშმა და შენმა ტრ...მა მიგიყვანა ძალიან ბევრ ადგილას” – ია ფარულავა ჰომოფობია?
ტელე და რადიოწამყვანი გიორგი ნაზღაიძე, ია ფარულავას სასამართლოში უჩივის. ინცინდენტი, რის გამოც მოდელი და რადიოწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სასამართლოს მიმართავს, რადიო „აფხაზეთის ხმის“ გადაცემაში, „ცოტა ყავა და ბევრი ჭორაობა“, მოხდა.
გასულ ორშაბათს, გადაცემის ეთერში სატელეფონო ჩართვის დროს, ია ფარულავამ გიორგი ნაზღაიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რადიოში, ფარულავა ანრი ჯოხაძისა და ნინო ჩხეიძის შემოქმედებაზე საუბრობდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ პარასკევს, გადაცემა „100%“–ში, ია ფარულავამ მომღერლების შემოქმედება ირონიულად გააკრიტიკა.
ფარულავამ ნაზღაიძეს სთხოვა, მისთვის საუბრის საშუალება მიეცა (რადიოწამყვანმა მას სიტყვა გააწყვეტინა). ამის შემდეგ, ია ფარულავამ მოუწოდა რადიოწამყვანს „ერთი ადგილი დაეყენებინა“. „მაგ ტრ...ის თამაშმა და შენმა ტრ...მა მიგიყვანა ძალიან ბევრ ადგილას. რა ტყუილს ვამბობ? ეგ ხომ მთელმა თბილისმა იცის“– განაცხადა ფარულავამ პირდაპირ ეთერში.
ამის შემდეგ, რადიოწამყვანმა გიორგი ნაზღაიძემ გადაწყვიტა, ია ფარულავას წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი შეიტანოს. „ია ფარულავამ მითხრა, რომ მე თურმე არაწესიერი გზებით მივაღწიე წარმატებას შოუ–ბიზნესში. ია ფარულავასთან არანაირი ურთიერთობა არ მაკავშირებდა. მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა ჩვენი ურთიერთობა. ჩემი შეურაცხყოფისათვის მოვითხოვ, ბოდიში მომიხადოს. ამასთან, მოვითხოვ ფინანსურ კომპენსაციას და იცოდეს ია ფარულავამ, რომ ეს თანხა ძალიან დიდი იქნება“.
დაპირისპირებული მხარეების კონფლიქტზე, კომენტარი გააკეთა გიორგი ნაზღაიძის ადვოკატმა იასონ ბესელიამ. ადვოკატის თქმით, ია ფარულავას გამოსვლა პირდაპირ ეთერში არ იყო მხოლოდ საუბარი სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით.
„მიმაჩნია, ია ფარულავამ ხაზი გაუსვა იმას, რომ გიორგიმ ტელეწამყვანობას, ან ნებისმიერ წარმატებას მიაღწია, არა საქმით და შრომით, არამედ მლიქვნელობით და სხვა გზებით. მე ეს უფრო დავინახე ია ფარულავას განცხადებაში, რაც ადამიანის ღირსების შელახვაა“ – განაცხადა ადვოკატმა.
„პრესა.ჯი“– ს შეკითხვაზე, თუკი ია ფარულავა დაიცავს თავის პოზიციას და იტყვის, რომ მას შეუძლია ნაზღაიძის არატრადიციული ორიენტაციის დამტკიცება, რომ ეთერში არაფერი განსაკუთრებული უთქვამს, მაშინ რას იზამს ნაზღაიძე, რადიოწამყვანმა გვიპასუხა: „როგორ უნდა დაამტკიცოს რომ არატრადიციული ორიენტაციის ვარ?“. მოდელი და ტელე–რადიოწამყვანი არ აკონკრეტებს, რა თანხას მოითხოვს ფარულავასაგან.
კომენტარი