სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტრეკი Inversion, ვიდეო-კლიპი და პირველი ნამუშევარი - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ირაკლი ლომსაძესთან

ირაკლი ლომსაძე hardcore hip-hop ჟანრის ახალგაზრდა წარმომდგენელია. მან პირველი კლიპი გადაიღო თავის, რიგით მესამე მუსიკალურ ტრეკზე. ამბობს, რომ უნდა მისი ნამუშევარები უცხოელ მსმენელამდე მიიტანოს და სხვა ჟანრშიც სცადოს ბედი. დრონი.ჯი სამომავლო გეგმების შესახებ ირაკლი ლომსაძეს ესაუბრა:

- ირაკლი როგორც გავიგეთ ახალიტრეკიგამოუშვი და კლიპიც გადაიღე, რომ მოგვიყვე ამის შესახებ...

ტრეკი Inversion არის hardcore hip-hop-ჟანრის წარმომდგენელი და ის ჩემთვის რიგით მესამე ტრეკია, თუმცა ვიტყოდი რომ ის ჩემი პირველი ნამუშევარია, იქიდან გამომდინარე, რომ mixing-სა და mastering-ზე თვითონ ვიმუშავე წინა ორი ტრეკისგან განსხვავებით და ჟღერადობის თვალსაზრისით ამჯერად ზუსტად ის მივიღე რაც მინდოდა. რაც შეეხება კლიპს, მის გადაღებაში დამეხმარნენ ძალიან ნიჭიერი არტისტები futurama, ჯაბა შავიშვილი და GEO. ყველა აქსესუარი არის მათი გაკეთებული და კლიპის ესთეტიკა ვფიქრობ იდეალურად შექმნა, ეს ერთგვარი კოლაბორაციაა მათთან და მომავალშიც ვაპირებთ ერთად თანამშრომლობას. სამწუხაროდ არ გვქონდა მაღალი ხარისხის აპარატურა, ოპერატორობაც ჩვენს თავზე ავიღეთ, იმის მიუხედავად, რომ არცერთს გვქონდა ამის გამოცდილება და აქედან გამომდინარე კლიპში ბევრი ხარვეზია, მაგრამ ვფიქრობ მაინც საინტერესო პრუდუქტია ქართულ მუსიკალურ სივრცეში და "პირველი" ტრეკისთვის რაღაც ხარვეზები გვეპატიება.

- საზოგადოებას უკეთ, რომ გავაცნოთ შენი თავი, ვინ არის ირაკლი ლომსაძე?

ჩემს თავზე რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ არ,ვარ კონკრეტულ ჟანრში ჩაკეტილი და ჰიპ-ჰოპის ბევრ ჟანრს შეიძლება მოვედო მომავალში (და არამარტო ჰიპ-ჰოპის), მუსიკა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი რაღაც არის იმისთვის, რომ ერთ კონკრეტულ ჟანრში იმუშავო მთელი ცხოვრება. არ ვაპირებ ექსპერიმენტებს მოვერიდო და რამის გაკეთების შემეშინდეს, ვფიქრობ არტისტად სწორედ ეს აქცევს ადამიანს და არა რაღაც "გაზეპირებული" მიმდინარეობების გაყოლა.

- რომელ კლუბში უკრავ და რას საქმიანობ ამ ეტაპზე?

კლუბში არ ვუკრავ, ამ ეტაპზე ჩემი შემოქმედება ჰიპ-ჰოპის ირგვლივ შემოიფარგლება, live მქონდა რამდენიმე თვის წინ მეგობართან ერთად pam club-ში, ნორმალურად ჩაიარა, მომავალშიც ვაპირებთ რათქმაუნდა ლაივ კონცერტებს, მაგრამ როდის ვერ გეტყვით.


- რას უნდა ელოდოს მსმენელი შენგან და რა მასშტაბის არის ირაკლი ლომსაძის სამომავლო გეგემები?


გულახდილად გითხრათ ჩემს შემოქმედებას და მიზნებს არავითარ მასშტაბს და ლიმიტს არ ვუწესებ, მინდა უცხოელ მსმენელამდე მივიდეს ჩემი ტრეკები. რათქმაუნდა ვაპირებ ახლო მომავალში სხვა ტრეკების/კლიპების ჩაწერას თავისთავად უკეთესი ხარისხით, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შევძლებ საჭირო რესურსების მოძიებას. რა მიმდინარეობის იქნება ტრეკი ვერ გეტყვით,როგორც უკვე გითხარით ჩემი თავი მინდა ბევრ ჟანრში გამოვცადო, გეგმაში მაქვს ასევე ქართულ ჟღერადობაზე გადმოსვლა, თუმცა ამ ეტაპზე ინგლისურ ენაზე მუშაობა უფრო კომფორტულია ჩემთვის.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100