სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩერნოვეცკის ფონდმა სოციალურად დაუცველ ბავშვებს „კამპას“ ქარხანაში ექსკურსია მოუწყო!

ერთ–ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოში – ჩერნოვეცკის ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ 4 წელზე მეტია ზრუნავს, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ფონდის ხელშეწყობით სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები შემეცნებით ექსკურსიაზე „კამპას“ ნატურალური წვენების ქარხანას ესტუმრნენ.

„ბავშვებს აჩვენეს თუ როგორ მზადდება უგემრიელესი წვენები, როგორ ხდება მათი ჩამოსხმა, და როგორ ინახება დიდ მაცივარში. პატარებს კომპანიისგან საჩუქრად გადაეცათ უგემრიელესი პროდუქცია!

ბავშვები კიდევ დიდხანს იხსენებდნენ ამ საინტერესო ექსკურსიას და მშობლებს უზიარებდნენ განცდილ შთაბეჭდილებებს.

ჩვენი ფონდი დიდ მადლობას მოახსენებს „კამპას“ ხელმძღვანელობას თბილი მიღებისთვის და გამასპინძლებისთვის. ბავშვებზე ზრუნვა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ხომ ჩვენი უპირველესი ამოცანაა!“ – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ინფორმაცია: საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა" საქართველოში 2012 წლიდან მოქმედებს.

ფონდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს, საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს, მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს.

ფონდის ოპერირების ქვეშაა სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლი თბილისსა და ქობულეთში. ამჟამად ფონდის მეურვეობის ქვეშ იმყოფება 700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 100 ბავშვია.

ფონდის ოფიციალური ვებ გვერდი: https://fsp.ge

ფონდის ოფიციალური გვერდი Facebook-ზე: https://www.facebook.com/SocialPartnership.

ფონდის დამფუძნებელია: ლეონიდ ჩერნოვეცკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100