"1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ" - მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, მესამე პრეზიდენტმა "ვივა მედიდან" ჩართვის დროს, ქართველ ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა:
მე მინდა მივულოცო ქართველ ხალხს , 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ. ყველამ კარგად იცით, რომ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ ჩვენ ეს სტატუსი არ მიგვეღო. ისინი მიდიოდნენ პროვოკაციებზე მუდმივად, არ უნდოდათ ხელმოწერა ამ დოკუმენტის ევროკავშირის სტატუსზე. უკრაინამ პრაქტიკულად აიძულა ეს იმიტომ, რომ უკრაინამ მოახდინა ინიცირება, რომ ეს ხელშეკრულება და თხოვნა შეეტანათ და გაიხსენეთ როგორ იყო - რუსული აგენტების კანონი შემოაგდეს, რომელიც პრაქტიკულად კეტავდა ჩვენ გზას ევროკავშირში და ისევ ქართველმა ხალხმა მარტის აქციებზე აიძულა მისი უკან გახმობა და გაუხსნა გზა ევროკავშირში ჩვენ ხალხს" თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარი