სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნეკა დოროყაშვილი დედათა მონასტერში წავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი მონასტერში წავიდა, ამის შესახებ ,,პრაიმტაიმი" წერს.

ნეკა დოროყაშვილის ახლობლის თქმით, ცნობილი ჩოგბურთელის ყოფილი ცოლი სამთავროს დედათა მონასტერში იმყოფება.

ნეკას უახლოესმა მეგობარმა განაცხადა, რომ ნეკა სკანდალის შემდეგ არც უნახავს და არ აპირებს დოროყაშვილი-ბასილაშვილის სკანდალში რაიმე ფორმით ჩაერიოს.

ყოფილ ქმართან მომხდარი სკანდალის შემდეგ, ნეკა დოროყაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია, ის ვერ დაესწრო პრესკონფერენციას, რომელიც საკუთარ ადვოკატებთან ერთად უნდა გაემართა.

ამის მიზეზად კი სოციალურ ქსელში, მისი მძიმე ემოციური მდგომარეობა დაასახელა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100