სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს, განმუხურში GEM fest-ის მთავარ სცენაზე მსოფლიო მასშტაბის გერმანელი მუსიკოსი და ლაივ არტისტი Paul Kalkbrenner დაუკრავს.

დღეს, განმუხურში GEM fest-ის მთავარ სცენაზე ღამის 2 საათზე სცენაზე მსოფლიო მასშტაბის გერმანელი მუსიკოსი და ლაივ არტისტიPaul Kalkbrenner დაუკრავს.

2008 წელს მან საკულტო ფილმში Berlin Callingმთავარი როლი შეასრულა და ფილმი წლის ჰიტი გახდა საუნდტრეკების გამო. ყველა საუნდტრეკი თავად პოლმა დაწერა, ერთ ტრეკში კი საკუთარი ძმა დაეხმარა და ასე შეიქმნა Sky & Sand – კომპოზიცია, რომელიც 200.000 იანი ტირაჟით გაიყიდა და გერმანიის ჩარტების ისტორიაში ლეგენდარულ მოვლენად იქცა.

კომპოზიცია 129 კვირა იყო ჩარტში. ამ წარმატების შემდეგ პოლი სუპერვარსკვლავის სტატუსით დადის ტურნეეში და ქმნის სოლდ აუტ შოუებს. მას ხშირად არ მოიხსენიებენ როგორც დიჯეის, რადგან ყველა საკუთარ ტრეკს, რომელსაც უკრავს, ცდილობს ლაივში განსხვავებული ჟღერადობა მისცეს - სწორედ ამის გამო ის ლაივ არტისტად არის ცნობილი.

საკუთარი სტატუსის გამო მას გერმანის ფედერაციულმაამთავრობამ ბრანდერბურგის კარიბჭესთან დაკვრაც კი სთხოვა, ბერლინის კედლის დანგრევის 25 წლისთავთან დაკავშირებით. 2015 წლიდან, გერმანელი არტისტი Sony Music International/Columbia-სთან იწყებს თანამშრომლობას და ქმნის ახალ ლაივ პროექტს, ახალი კონცეფციით და ტრეკებით, რომელიც ისეთივე ბესტსელერია, როგორც ყველა მისი წინა პროექტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100