სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქვემო ქართლში 22 წლის გოგომ სექსუალური ძალადობის ნიადაგზე 71 წლის ქალი მოკლა

ქვემო ქართლში 22 წლის გოგომ სექსუალური ძალადობის ნიადაგზე 71 წლის ქალი მოკლა - ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას გაზეთი "პრაიმტაიმი" ავრცელებს.
გაზეთის ცნობით, დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით ხანდაზმული ქალბატონის ცხედარი მის საცხოვრებელ სახლში იპოვეს. გარდაცვლილი 71 წლის ზოია მ-აა. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა მეორე დღესვე დააკავეს გარდაცვლილის მეზობელი 22 წლის გოგონა, რომელსაც სასამართლომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე შეუფარდა 7-წლიანი პატიმრობა.

ჯ.ჩ. ბრალდებულის დედა: "ჩემი შვილი ნამდვილად არ არის დამნაშავე, თავდასხმა იყო ბავშვზე, ლესბოსელი დაესხა თავს და თავი დაიცვა. სხვა რა უნდა ექნა. ეს ქალი ძალადობდა ბავშვზე, ჩემი შვილი ისეთი დათრგუნულია ამ ამბის შემდეგ, რომ ყველაფერს მეც არ მეუბნება, იმდენად ამაზრზენი ქალი იყო ის. ბავშვი არც მოელოდა მსგავს რამეს, შვილიშვილად ეკუთვნოდა, მის ხელში გაიზარდა და ასეთი რამ აკადრა. იმდენად შეეშინდა და გადავიდა ჭკუიდან, რომ ემოციები ვეღარ გააკონტროლა და მოხდა ის, რაც მოხდა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100