მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global finance თიბისი ბანკი საქართველოში 2013 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა
ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკს 2013 წლის საუკეთესო ბანკის სტატუსი მიანიჭა. კრიტერიუმი, რის მიხედვითაც მოხდა გამარჯვებული ბანკების დასახელება მოიცავდა აქტვიების ზრდას, მომგებიანობას, ბანკის სტრატეგიას, მომსახურების ხარისხს და ინოვაციურ პროდუქტებს.
„ყოველ რეგიონსა და ცალკეულ ქვეყანას აქვს განსხვავებული გამოწვევები ბანკებისთვის და მათი მომხარებლებისთვის, განსაკუთრებით იმ რთული პირობების გათვალისწინებით, რომელშიც დღესდღეობით გლობალური ფინანსური ბაზრები იმყოფება,“ ამბობს Global finance-ის რედაქტორი. „სწორად, ამის გამო, მომხმარებლები დამოკიდებულნი არიან თავიანთი პარტნიორი ბანკების წარმატებულ საქმიანობასა და მომსახურების ხარისხზე. გამარჯვებული ბანკები კი ასეთ ბაზრებს უმაღლესი დონის გადაწყვეტილებებს სთავაზობენ.“
„ჩვენ გვეამაყება ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ამ ნომინაციის გამარჯვებული საქართველოში 2012 წელსაც ჩვენ გავხდით. მსგავსი მსოფლიო დონის ჯილდოს მიღება, ასახავს ბანკის სიძლიერეს და სტაბილურ განვითარებას, მომხარებლებისადმი განსაკუთრებულ მიდგომას და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას,“ განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, ბანკის გენერალურმა დირექტორმა
ამ ნომინაციაში გამარჯვება 2012 წელსაც თიბისი ბანკმა მოიპოვა. გარდა წლის საუკეთესო ბანკის სტატუსისა, Global Finance-ისგან თიბისი ბანკმა გასულ წელს კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისრეგიონის მასშტაბით დასახელდა, როგორც "საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი", ხოლოსაქართველოს მასშტაბით, როგორც "საუკეთესო სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი". თიბისი ერთადერთი ბანკია საქართველოში, რომელიც დაჯილდოვდა ამ ნომინაციებში და მიიღო რეგიონალური აღიარება.
კომენტარი