სააკაშვილი რასმუსენს: მეგონა, ნატოს კოსტუმს მაჩუქებდით, რომ არ გავყინულიყავით...
საქართველოს პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ნატო-ს კოსტიუმს აჩუქებდა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა რასმუსენს ბათუმში ერთობლივ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
"ჩვენ ძალიან კარგად მოვისმინეთ ყველაფერი, რაც ნატო-ს წარმომადგენლებმა გვითხრეს და ვიცით, რომ კვლავ ბევრია გასაკეთებელი, რაც საშინაო სამუშაოს სახით უნდა შევასრულოთ. ნატო-სთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯები ყოველთვის გვექნება. თქვენმა წინამორბედმა, როდესაც ის აქ ჩამოვიდა (ეს 2007 წლამდე იყო), ნატო-ს ჰალსტუხი მაჩუქა და იმედი მქონდა, რომ თქვენ ნატო-ს კოსტიუმს მომცემდით და ჩვენ არ გავიყინებოდით მასთან ერთად. ის ძალიან მოუხდებოდა ჩემს ჰალსტუხს",- ხუმრობით აღნიშნა პრეზიდენტმა და ნატო-ს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
კომენტარი