სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

4 წლის კოვიდინფიცირებულ ბავშვს კავასაკის დაავადება დაუდგინდა

სომხეთში 4 წლის კოვიდინფიცირებულ ბავშვს კავასაკის დაავადება დაუდგინდა, - ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, არსენ ტოროსიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„სამწუხაროდ, 4 წლის ბავშვში კავასაკის დაავადების შემთხვევა დადგინდა. იმედი მაქვს, რომ ბავშვი მალე გამოჯანმრთელდება. ექიმების შეფასებითმ მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“ - წერს არსენ ტორისიანმა.

მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ჰიგიენასა და დისტანციასთან დაკავშირებული წესები.

„მკაცრად დაიცვით ჰიგიენის წესები, არ აყვეთ ერთმანეთთან ახლო კონტაქტის ცდუნებას, ყოველთვის ატარეთ პირბადე და ხშირად დაიბანეთ ხელები, რომ ინფექციის გადამცემი ჯაჭვი დაირღვეს“ - წერს არსენ ტორისიანი.

აპრილის ბოლოს, რომის პაპის, იოანე XXIII-ის ჰოსპიტლის (ბოლონია) სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ბავშვებში კავასაკის დაავადების სიმპტომები უჩვეულოდ მაღალი იყო. ეს განსაკუთრებით აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში იტალიაში ახალი კორონავირუსული ინფექციის ეპიდემიამ იფეთქა. მცირეწლოვან ბავშვებში გავრცელებული სისხლძარღვების ამ იშვიათი დაავადებისა და COVID-19- ის ეპიდემიის კავშირის ალბათობა სავსებით ლოგიკური იყო, მითუმეტეს, რომ გამოკვლეული პაციენტების უმრავლესობამ ვირუსის გენეტიკურ მასალაზე ჩატარებულ ტესტში უარყოფითი შედეგი აჩვენა. იმის გამო, რომ დაავადების უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელი ზუსტად იმ დროს დაფიქსირდა, როდესაც COVID-19 – ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ რეგიონში პიკს მიაღწია, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ახალ კორონავირუსულ ინფექციას სავარაუდოდ, შეუძლია კავასაკის დაავადების პროვოცირება იმ ბავშვებში, რომლებიც ამისკენ მიდრეკილი არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100