Be Active In Georgia -ს ფარგლებში გაიმართება გარბენი დევიზით „ირბინე მშვიდობისთვის!“
17 სექტემბერს, 11:00 საათზე დავით აღმაშენებლის გამზირზე საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციისა და საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის ორგანიზებით, გაიმართება გარბენი დევიზით „ირბინე მშვიდობისთვის“! ღონისძიება პროექტის„ირბინესაქართველოს“ ფარგლებში მოეწყობა, რომელშიც საბრძოლო ხელოვნებით და ორთაბრძოლებით დაკავებულ სპორტსმენებთან ერთად, მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. მონაწილეთა შეკრება დაიწყება 10:00 საათზე(მის: თამარ მეფისა დად. აღმაშენებლის გამზირებისკვეთა, 24-ე საჯარო სკოლასთან)
გარბენს დაესწრებიან პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციაბი და მედია.
Be Active In Georgia წარმოგიდგენთ ევროპის სპორტულ კვირეულს, რომლის მიზანია ევროპაში სპორტული და ფიზიკური აქტივობების პოპულარიზაცია.პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:ირბინე საქართველო, ფიტნეს ფესტივალი, Sportsway Tourism კონფერენცია, მსოფლიო სიარულის დღე, Games of Heroes - საჩვენებელი ტურნირი, Take Back Your Streets, საბრძოლო ხელოვნების ფესტივალებიდა სხვა.
პროგრამა „იყავი აქტიური“ (Be active in Georgia ) „საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის“ ინიციტივითა დასაქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტის მხარდაჭერით შეიქმნა. მის მიზანს საზოგადოებაში ჯანსაღიცხოვრებისწესის დამკვიდრება დასირბილისპოპულარიზაცია წარმოადგენს.Be Active In Georgia , ეს არის პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მასობრივი სპორტის განვითარებასა და საზოგადოების ფიზიკურ გაჯანსაღებას, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილია სხვადასხვა თემატური გარბენი სამიზნე ჯგუფებისთვის, როგორიცაა გარბენი მშვიდობისთვის, სილამაზის გარბენი, ირბინე ვარსკვლავებთან ერთად, საქველმოქმედო გარბენები, ღამის თბილისის გარბენი, ღამის ბათუმის გარბენი, ღვინის გზის გარბენი, სასკოლო გარბენები და სხვა.
კომენტარი