სავაჭრო ცენტრ „პიქსელის“ შენობაში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა
თბილისში, ვაკეში მდებარე სავაჭრო ცენტრ „პიქსელის“ შენობაში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა და თავადაც თვითდაზიანება მიიყენა. ორივე მათგანი გადაყვანილია საავადმყოფოში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
კომენტარი