“ჩინეთი - საქართველო- თურქეთი – ევროპა” - საერთაშორისო მარშრუტის პრეზენტაცია სტამბულში.
2015 წლის 19 ნოემბერს, თურქეთში, ქალაქ სტამბულში გაიმართა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის „ჩინეთი-თურქეთი-ევროპა" შესაძლებლობების და პერსპექტივების პრეზენტაცია. პრეზენტაცია სახელწოდებით „საერთაშორისო ტრანს-კასპიური სატრანსპორტო მაგისტრალი -ახალი მულტიმოდელური გადწყვეტილებები“ ჩატარდა ყოველწლიური საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოჯისტიკური გამოფენის «Logitrans» ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს და თურქულენოვან სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭოს მხარდაჭერით, მრგვალი მაგიდის ფორმატში. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და ლიტვის მსხვილი სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ოპერატორების წარმომადგენლებმა. მრგვალი მაგიდის მონაწილეები გაეცნენ პროექტს და აღნიშნეს ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მნიშვნელობა. მათი აზრით, ტრანსკასპიურ მარშრუტს დიდი ტრანზიტული პოტენციალი აქვს. თურქული მხარის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების პროექტში. შეხვედრის შედეგად მიღწეულია შეთანხმებები ჩინეთიდან ევროპაში პირველი დემონსტრაციული მატარებლის ორგანიზებასთან და აღნიშნული მიმართულებით რეგულარული საკონტეინერო სერვისის გაშვებასთან დაკავშირებით. შპს „ტრანსკავკასუსტერმინალსის“ დირექტორი სლევან სულაბერიძის განცხადებით, კომპანია საერთაშორისო კონსროციუმის თანადამფუძნებლებთან ერთად უკვე მოღვაწეობს და თავის საქმიანობასა ხორციელებს მთელი ამ მარშრუტის ყველა მოქმედ ქვეყანაში. „ შესაბამისად ჩვენუ კვე ვიყავით ჩინეთში, უკრაინაში, ამჟამად ვიმყოფებით სტამბულში. ვესწრებით დიდ სატრანსპორტო გამოფენას. ამ პროქტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე მომავალი წლის განმავლობაში დაგეგმილი არის რამდენიმე ათასი კონტეინერის გატარება და ამ გზით ჩინეთიდან ტვირთი სრულიად ახლო მომავალში გაივლის თურქეთის მიმართულებით და მომავალი წლიდან ტვირთები დაიწყებს მსვლელობას უკრაინის გავლით ჩრდილო და აღმოსავლეთ ევროპაში. ამ პროექტის მეშვეობით, საქართველო კვლავ დაუბრუნდება იმ დიდ, სავაჭრო ტრადიციულ ისტორიულ გზას რასაც აბრეშუმის გზა ჰქვია“- აღნიშნა ლევან სულაბერიძემ. “აბრეშუმის გზის პროექტის გახსნას თან ერთად და ჩვენი მეზობლების, მათშორის საქართველოს დახმარებით, მოგვეცა საუკეთესო შესაძლებლობა ევროპიდან ჩინეთში და ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირებისა, ისეთი ქვეყნის გავლით, როგორიცაა თურქეთი, რომელიც თავისი გეოგრაფიული მდებარეობით აკავშირებს დასავლეთს აღმოსავლეთთან. დარწმუნებული ვარ საქართველო უმოკლეს ვადებში, ქართული პორტების მეშვეობით, გახდება ერთერთი მნიშვნელოვანი რგოლი მოცემულ მარშრუტში. ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნასთან დაკავშირებით, საზღვაო გზებს უჩნდება ალტერნატივა და ამავდროულად უმაღლეს დონეზე განვითარდება ვაჭრობა ჩვენს ქვეყნებს - თურქეთსა და საქართველოს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, ჩინეთსა და ევროპას შორის“ -განაცხადა თურქული კომაპნია „SOYVCAN GROUP“-ხელმძღვანელმა იალმაზ სოიკანმა შეგახსენებთ, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მაგისტრალის გავლით თურქეთისა და ევროპის დანიშნულებით, ჩინური ტვირთების ტრანსპორტირების მიზნით იქმნება სატრანსპორტო კონსორციუმი. კონსორციუმის დამფუძნებელები არიან Mishgeng Logistics (ჩინეთი); „საქართველოს რკინიზგის” შვილობილი „ტრანსკავკასუს ტერმინალსი”; ყაზახეთის რკინიგზის შვილობილი „კტჟექსპრესი” ; კასპიის საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო (აზერბაიჯანი); „კარავან ლოჯისტიკსი” (აზერბაიჯანი).დაინტერესებული ქვეყანაა თურქეთი, რომელიც ასოცირებულ წევრად მოიაზრება. თურქეთი ჩინეთის უმსხვილესი პარტნიორია, $22 მილიარდიანი ბრუნვით.
კომენტარი