სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს თბილისური ყოველდღიურობის ერთ-ერთი სიმახინჯეა

ყვითელ მარშუტკებში მგზავრებს დისკომფორტს ბევრი რამ უქმნის, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელდაისტორია, რომელიც ყოველგვარ ზღვარს გადასულია. ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„მოკლეთ ისეთი გაცეცხლებული ვარ არ ვიცი რა ვთქვა.

დღეს დილით სამსახურში მოვდიოდი და ვაზისუბნის გადასახვევთან ჩამოიარა N 150 ,,მარშუტკამ", ადგილებიც იყო დავჯექი ჩემთვის წინა სავარძელზე და გავუდექით გზას, სანამ სამგორის მეტრომდე მივიდოდით ამოვიდა მამაკაცი პატარა ჩანთით, დადგა მძღოლთან და ჩუმად და მორიდებით ეუბნება ,,კაცურად 50 თეთი მაქ და დიდუბემდე გამოგყვები უკან დავდგები ფეხზე" მძღოლმა გაოცებულად გაშალა ხელები და ვერ გავიგე კომუნისტების დროში ვარ თუ რა ხდებაო, არა გაქ და სად მიდიხარ, 50 თეტრი როდის ღირდა მგზავრობა აღარც მახსოვსო, ნამუსი დაკარგეთო.. და მსგავსი სისულელეები, ამ კაცმა ბოდიში მოუხადა ,,საჩხუბრად არ ამოვსულვარ შე კაი ადამიანო გამიჩერე და ჩავალო. ამ ნაგლმა და უსინდისო მძღოლმაც გაუჩერა და ჩავიდა ეს კაცი.

გული ყელში მომაწვა გაოგნებული ვზივარ და ვფიქრობ რა მოხდა ეს....

არ გვექნებოდა გავლილი 200მ რომ მეტროსთან გოგონამ გააჩერებინა, ჩავიდა ეს გოგო და კართან მოხუცებული ქალბატონი მოვიდა, ამოსვლა უნდოდა,,დიდუბეში ხომ მიდიხარ შვილო? იკითხა და თან პატარა ჩანტაც ამოდგა, არა არ მივდივარ და ამ ჩანთებს აქ ნუ აწყობ. როგორ არ მიდიხარ ხომ 150 ნომერიაო. კი მივდივარ მაგრამ შენ და შენი ჩანთები არაო. კარები ცხვირწინ მოუხურა და დატოვა ეს მოხუცი დედისტოლა ქალი ქუჩაში.

აი ამ დროს ვეღარ მოვითმინე და რაც კი სათქმელი მქონდა ყველაფერი ვუთხარი.... ამ უნამუსომ კიდევ აქეთ დამიწყო მორალზე და ნამუსზე ლაპარაკი..... ვერ ვხვდები მსგავს უსამართლობას და უნამუსობას რატომ სჩადიხართ ადამიანებო.... განა ასე დაეცით რომ ყველას და ყველაფერს კაპიკებით აფასებთ. ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული რამ დაგაკარგვინათ, სად დაკარგეთ ადამიანობა ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ო.............“ - ნათქვამია პოსტში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100