სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩინეთის არმიის 2.3 მილიონიან კონტიგენტს შემცირება არ ემუქრება

ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთი სამხედრო მოსამსახურეთა კონტიგენტის შემცირებას აპირებს. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა შტაბმა, საჭიროდ მიიჩნია სპეციალური განცხადება გაეკეთებინა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ყოველგვარი ეჭვი გაეფანტა, „გავრცელებული ხმების მიხედვით, ჩინეთის არმია 800 ათასი ჯარისკაცით მცირდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, განაცხადეს ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბში და დაამატეს, რომ ჩინეთის შეიარაღებული ძალების კონტიგენტი და მასშტაბი შეესაბამება ქვეყნის ნაციონალური პოტენციალისა და სახელმწიფო უსაფთხოების ნორმებსა და მოთხოვნებს.

ჩინეთის არმიის პერსონალი დღეისთვის 2.3 მილიონს შედაგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100