სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“რუსთაველში დაძაბული ურთიერთობა მაქვს, ჩემი დის ამბების შემდეგ, ასევე რაღაც პროტესტები მქონდა... სპექტაკლებში აღარ მანაწილებენ, შეიძლება ეს ერთგვარი დასჯაც არის" - რუსკა მაყაშვილი

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი და­ვით გორ­გი­ლა­ძის გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბი­სას ამ­ბობს, რომ მას "რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში“ რო­ლებს აღარ აძ­ლე­ვენ. მი­ზე­ზი რამ­დე­ნი­მეა, მათ შო­რის მისი დის, ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ორი წლის წინ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზო გა­და­ცე­მა­ში ისა­უბ­რა, რომ ყო­ფი­ლი ქმა­რი, ბესო ზან­გუ­რი მას­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და... რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი: "თე­ატ­რის­გან უფრო მეტს ვე­ლო­დი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, არ გა­მო­ვი­და. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თე­ატ­რი, მაგ­რამ ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რას გა­ვა­კე­თებ იქ. სამ­წუ­ხა­როდ, არა­ფე­რი არ გა­მი­კე­თე­ბია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ჩემი პრო­ფე­სი­აა, ვარ "რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რის“ და­სის წევ­რი, დღემ­დე. ძა­ლი­ან, სამ­წუ­ხა­როა, რომ არ მეძ­ლე­ვა არა­ნა­ი­რი შან­სი, რომ ჩემი სათ­ქმე­ლი ვთქვა. სხვა თე­ატ­რებ­ში ვთა­მა­შობ სპექ­ტაკ­ლებს. რუს­თა­ველ­ში ისე­დაც და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, ჩემი დის ამ­ბე­ბის შემ­დე­გაც, ასე­ვე რა­ღაც პრო­ტეს­ტე­ბი მქონ­და, ეს პრო­ტეს­ტე­ბი გა­მოვ­თქვი და ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კე. არ უყ­ვართ ბევ­რს რომ ლა­პა­რა­კო­ბენ, შე­იძ­ლე­ბა ეს ერ­თგვა­რი დას­ჯაც არის ჩემი, რომ სპექ­ტაკ­ლებ­ში აღარ მა­ნა­წი­ლე­ბენ. შე­იძ­ლე­ბა გაც­ვე­თი­ლი სახე ვარ მათ­თვის და აღარ არის სა­ინ­ტე­რე­სო. შარ­შან კი­ნოს კას­ტინგზე მარ­ტო იმი­ტომ თქვეს ჩემ­ზე უარი, რომ რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი ვარ. პირ­და­პირ ვი­ტყვი, რომ მათ­თვის პაპ­სა მსა­ხი­ო­ბი ვარ და არ არის ეს სა­ინ­ტე­რე­სო. მი­მიშ­ვი და რა იცი, რას გა­ვა­კე­თებ. არც ვბრაზ­დე­ბი, არც გულ­ში ვი­დებ და თუ და­მი­ძა­ხე­ბენ, აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალ და ვი­მუ­შა­ვებ. ეზა­რე­ბათ რე­ჟი­სო­რებს. ეძე­ბენ იმ ტი­პაჟს, რო­მე­ლიც როლს მო­უხ­დე­ბა. არ გაძ­ლე­ვენ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ შენს როლ­ზე იმუ­შაო, შე­იც­ვა­ლო. მათ­თვის უბ­რა­ლოდ ვა­სო­ცირ­დე­ბი იმას­თან, რომ ვარ გაც­ვე­თი­ლი სახე და ეს არის მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი. მო­ვი­ტყუ­ე­ბი, რომ არ არის სა­წყე­ნი, მაგ­რამ არ უნ­დათ და ნუ უნ­დათ, მე ვიცი, რომ მო­მე­ცე­მა ამი­სი შან­სი და ვი­ტყვი ჩემ სათ­ქმელს... პაპ­სა ვარ რა... ეს ნიშ­ნავს რომ ზედ­მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ, მა­სობ­რი­ვი. არ ვუ­ყუ­რებ ამ ჩემს "პაპ­სო­ბას", რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას. ყვე­ლა ადა­მი­ანს უნდა იყოს თა­ვის საქ­მე­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი..." რუს­კა მა­ყაშ­ვილ­მა კი­დევ ერთხელ ილა­პა­რა­კა მაზე, თუ რო­გორ და­უ­ხუ­რეს შოუ "რუს­თა­ვი 2“-ზე და წყე­ნით აღ­ნიშ­ნა, რომ ეს მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო... "არც ბან­ძი არ ვარ, არც ბან­ძი შოუ მქო­ნია და არც ბან­ძი რე­ი­ტინ­გი ჰქო­ნია ამ გა­და­ცე­მას.." - ამ­ბობს მა­ყაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას, "რუს­თა­ვი 2“-დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ "იმედ­ზე“ გა­და­ვი­და და "ჩვე­ნი ოჯა­ხის“ გუნდს შე­უ­ერ­თდა. მა­ყაშ­ვი­ლი გა­და­ცე­მას შა­ბათ-კვი­რას, გია ჯა­ჯა­ნი­ძეს­თან, ნა­ნუ­კა ხა­ზა­რა­ძეს­თან, დიმა ობო­ლა­ძე­სა და ნუცა ქავ­თა­რა­ძეს­თან ერ­თად გა­უ­ძღვე­ბა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100