სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ხდება ოლიმპიურ კომიტეტში და რატომ უცხადებს არჩევნებს ბოიკოტს ყოფილი პრეზიდენტი? - აი, რას უმხელს დრონი.ჯი-ს გია ნაცვლიშვილი

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მისი გადადების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ბევრი წარმატებული ოლიმპიური პრიზიორი აწერს ხელს. (იხილეთ განცხადების ფოტო-სქრინები)


გია ნაცვლიშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მსგავსი სახის დისკრიმინაციული არჩევნები საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.

დრონი.ჯი: ბატონო გია, რატომ უცხადებთ არჩევნებს ბოიკოტს და რატომ უწოდებთ მას დისკრიმინაციულს - რა ხდება ოლიმპიურ კომიტეტში?

გია ნაცვლიშვილი: ეს არჩევნები არის არასამართლიანი, იმიტომ, რომ წესდებაში შეტანილ იქნა ახალი მუხლი, რის საფუძველზეც შეეზღუდათ ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. როგორც წესდებაშია მითიებული, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც ოთხი წლის განმავლობაში ჰქონდათ „ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციაში“ გარკვეულ თანამდებობა. ეს გახლავთ უპრეცედენტო შემთხვევა. დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში აქამდე არასდროს ყოფილა მსგავსი ფაქტი. ეს გახლავთ აბსოლიტურად დისკრიმინაციული და წარმოუდგენელია, ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი ტიპის შეზღუდვები არსებობდეს. ეს ყველაფერი არის წინასწარ გადაწყვეტილი და ამიტომაც არის, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს მონაწილეობას.

აღნიშნული არჩევნები არ აძლევს უფლებას სხვა ადამიანს, გარდა ლერი ხაბელოვისა, წარმოადგინოს თავისი კანდიდატურა და ის არის უალტერნატივო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100