სერვის ოფისების პროვაიდერი საერთაშორისო კომპანია „რეგუსი“ „პიარ კლუბს“ უმასპინძლებს
21 იანვარს, 15:00 საათზე სერვის ოფისების პროვაიდერი საერთაშორისო კომპანია „რეგუსი“ (მის: ლეონიძის ქუჩა #2, ბიზნეს ცენტრი “ტაბიძე 1“, მე-4 სართული) „პიარ კლუბს“ უმასპინძლებს. სამუშაოს შეხვედრას დაესწრებიან „პიარ კლუბის“ ფეისბუქის ჯგუფის წევრები და კლუბის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.
შეხვედრის მიზანია კლუბის მომავალი სამოქმედო გეგმის შემუშავება, კერძოდ სფეროში არსებული პრობლემური საკითხების გამოვლენა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა. დახურულ შეხვერდას 30 მდე კლუბის და ბორდის წევრი დაესწრება.„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გლობალური ქსელი ფართოვდება და ახალი სერვის ცენტრი საქართველოს დედაქალაქ თბილისშიც გაიხსა, სადაც ბიზნეს კომპანიები და საქმიანი ადამიანები შეძლებენ ისარგებლონ იმ სერვისებით, რომლებსაც მათ „რეგუსი“ სთავაზობთ. ნებისმიერი საქმიანობისათვის საჭიროა იდეალური გარემო და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, მოქნილი და მარტივი გადახდის პირობებით. „რეგუსი“ ზრუნავს რათა მათი სამუშაო სივრცე კიდევ უფრო კომფროტული გახადოს, დროის დაკარგვის და საჭირო სერვისების დამატებითი ხარჯების გარეშე მისაღებად, თქვენ აკეთეთ ის რაც თქვენი ბიზნესისთვის აუცილებელია, ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი ოფისის კომფორტს. მოხარული ვარ რომ ვუმასპნძლებთ „პიარ კლუბს“ და კომპანიების წარმომადგენლები გამართავენ სამუშაო შეხვედრას, ასევე გაეცნობიან ჩვენს სერვისს და დაათვალიერებენ ოიფსს,“ - განმარტავს „რეგუსის“ წარმომადგენელი საქართველოში, რუსუდან ჩაკვეტაძე.
სერვის ოფისების პროვაიდერი, საერთაშორისო კომპანია „რეგუსი“მომხმარებელს თბილისის ყველაზე პრესტიჟულ, აქტიურ და დინამიურ ნაწილში, თავისუფლების მოედანზე მის მოთხოვნებზე ორიენტირებულ, კომფორტულ და იდეალურ სამუშო გარემოს სთავაზობს. „რეგუსის“ სერვის ცენტრი პრესტიჟული სასტუმროების, კაფეების, რესტორნების და მაღაზიების სიახლოვეს მდებარეობს და მასში იდეალური გარემოა შექმნილი საქმიანი ადამიანებისთვის. ის მარტივად მისადგომია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე ფეხით მოსიარულებისთვის.
„რეგუსი“ დაარსდა 1989 წელს ბრისუელში, ბელგიაში. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ლუქსემბურგში. კომპანიის ქსელი მოიცავს 3000-ზე მეტ ბიზნეს ცენტრს, რომლებიც 120 ქვეყნის 1000-მდე ქალაქშია განთავსებული. „რეგუსი“ წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.პროფესიული გაერთიანება „პიარ კლუბი“ 2012 წლის მარტში ჩამოყალიბდა. კლუბი არაკომერციული ორგანიზაციაა, სადაც გაწევრიანება შეუძლია ყველას, ვინც მოღვაწეობს პიარის, მარკეტინგის, სოციალურ, მედია, სარეკლამო, კომუნიკაციების სფეროში და აქვს პრაქტიკული გამოცდილება.„პიარ კლუბი“ დაინტერესებული პირებისთვის პერიოდულად მართავს სამუშაო შეხვედრებს, ტრენინგებს, პროფესიულ დიალოგებს, საქველმოქმედო ღონისძიებებს.დღეისათვის, პროფესიული გაერთიანების ფეისბუქის დახურულ ჯგუფში 1200-მდე წევრი ერთიანდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სფეროს მნიშვნელობასა და აქტუალობას.
კომენტარი