სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დარწმუნებული ვარ, 3 წელიწად-ნახევარი ნიკა გვარამია ციხეში არ იქნება - გიორგი გაბუნია

"რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ სამწელიწად-ნახევარი ნიკა ციხეში არ იქნება, ძალიან მალე ის იქნება თავისუფალი, ჩვენთან ერთად და ჩვენ ქვეყანასთან ერთად" - ამბობს "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გაბუნია სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

მისი თქმით, არხი გააგრძელებს იმ მიმართულებით სიარულს, რომლითაც აქამდე მიდიოდა.

"მთავარი არხი არ დასრულდება, გააგრძელებს ჩვეულებრივად, მაყურებელი ვერც შეამჩნევს ვერაფერს და არა იმიტომ, რომ ნიკა გინდ ყოფილა გინდ არა, არანაირად. ჩვენ გუნდი ისე ვართ შეკრული, გაერთიანებული, ორგანიზებული სწორედ ნიკას მიერ, რომ ჩვენ კიდევ მართლა გაათმაგებულად, გაასმაგებულად, გაათასმაგებულად გავაგრძელებთ ახლა ბრძოლას", - თქვა გიორგი გაბუნიამ.

გიორგი გაბუნია ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში, ასეთ პირობებში ბრძოლას გუნდი მიჩვეულია.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100