სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძე პრეზიდენტ სააკაშვილზე და საქართველოს პროგრესზე, 2008 წ. იანვარი...

კახა კალაძის ქვემორემოყვანილი სიტყვები 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამოსულ ბუკლეტშია დაბეჭდილი:

„პრეზიდენტმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნაბიჯი ხალხის საკეთილდღეოდაა გადადგმული. მიხეილ სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ საქართველო ის სახელმწიფოა, რომელსაც ვერავინ ვერ დაამარცხებს, ვერ მოერევა.

აღარ მინდა გავიხსენო ვარდების რევოლუციამდელი ჩვენი ცხოვრება. ყაჩაღობები, მკვლელობები, ადამიანთა გატაცება, რომელიც, როგორც იცით, ჩემმა ოჯახმაც იწვნია. ის წლები ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო და ჩვენი ქვეყანა დაღუპვისკენ მიდიოდა.

ბოლო ოთხი წელიწადია, რაც საქართველო ვითარდება და შენდება. არა მგონია, რომ რომელიმე განვითარებულ სახელმწიფოში მომხდარიყო ასეთი რადიკალური სასიკეთო ცვლილებები, როგორიც საქართველოში მოხდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100