ინტერნეტსივრცე შოკირებულია: ცნობები შაბათს ამოქმედებული ვირუსის შესახებ
ახალი ვირუსი, რომელიც შაბათს ამოქმედდა და ნებისმიერ ინტერნეტ-ფოსტაზე იგზავნება, ჯერჯერობით მომაკვდინებელ ვირუსულ გზავნილად ითვლება იმდენად, რამდენადაც მის გაუვნებელყოფას ვერცერთი ანტივირუსული პროგრამა ვერ ახერხებს. სულ რამდენიმე საათია, ვირუსი ამოქმედდა და ის ეკუთვნის ჰაკერს, რომელიც საკუთარ თავს „სიცოცხლის მპყრობელს“ უწოდებს.
ვირუსის მოქმედება ასეთია: არც მეტი, არც ნაკლები, ინტერნეტ-ფოსტით მოგდით გზავნილი, რომელიც სპამს არაფრით არ ჰგავს და თითქოს ჩვეულებრივი წერილია. ის ასეა დასათაურებული: "Mail Server Report". თუკი თქვენ ამ გზავნილს გახსნით, ეკრანზე ჩნდება წარწერა: „უკვე ძალიან გვიანაა. თქვენი ცხოვრება აღარაა მშვენიერი.“ (ltis too late now.life is no longer beautiful).
შედეგად თქვენ წაგეშლებათ ყველაფერი, რაც კომპიუტერში გაქვთ შენახული, ხოლო ადამიანი, რომელმაც შეტყობინება გამოგიგზავნათ, მიიღებს წვდომას თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე, სახელსა და პაროლზე. AOL-მა უკვე დაადასტურა, რომ ახალი ვირუსი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბლოგებსა და სოციალურ ქსელებში დილიდან ვრცელდება თხოვნა, ვირუსის დეტალური აღწერის შესახებ ინტერნეტმომხმარებლებმა საქმის კურსში ჩააყენონ მეგობრები.
კომენტარი