ერთგული მომხმარებელს საახალწლო აქციებს სთავაზობს
თიბისის
ლოიალობის პროგრამა ერთგული ზუსტად 1 თვის წინ განახლდა და მომხმარებლები უკვე თიბისის ნებისმიერი
ბარათით გადახდისას აგროვებენ ერთგულ ქულებს.
ქულები
გროვდება ყველგან, სადაც თიბისის პოს ტერმინალია, ხოლო თიბისის 300-ზე მეტ პარტნიორ
ობიექტში მომხმარებლები, ყოველ გადახდაზე, უფრო მეტ ქულას აგროვებენ.
წინასაახალწლოდ
მომხმარებლები გულმოდგინედ არჩევენ ოჯახისა და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებს,
რაც ერთგულმაც გაითვალისწინა და მათ მოლოდინებს სპეციალური საახალწლო შეთავაზებებით
უპასუხა.
9 ტოპ
შეთავაზება მომხმარებელს სოციალურ მედიაში, ერთგულის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდზე
დახვდება. შეთავაზებები ვრცელდება, როგორც სადებეტო, ისე - საკრედიტო ბარათებზე. აღნიშნული შეთავაზებებით
შესაძლებელია მეტი ერთგული ქულის დაგროვება საყვარელ ობიექტებში შოპინგისას, ან ქულების
დახარჯვა სპეციალური ფასდაკლებით.
საახალწლო
შეთავაზებების პარალელურად, ციფრულ ბანკში მომხმარებლებს ერთგულის თამაში - გულების
მარათონი ელოდება. თამაშში მონაწილეებს განხორციელებული ტრანზაქციების სანაცვლოდ, ერთგული
10-დან 1000-მდე ერთგული ქულის და 4 მთავარი
ფულადი პრიზის — 20 000 ლარის მოპოვება შეუძლიათ.
კომენტარი