სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძალიან სახიფათო ზონაში შეიძლება შევიდეს საქართველო აგვისტოს შუა რიცხვებში – ზაზა წერეთელი კოვიდვითარებაზე

კორონავირუსის დელტა შტამი სულ უფრო მასშტაბურად ვრცელდება. ეპიდემიოლოგიური ვითარება ყოველდღიურად მძიმდება! 400 000-ს უახლოვდება ქვეყანაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა.

კლინიკებში და კოვიდსასტუმროებშიადგილები ფაქტობრივად აღარ არის.

პაციენტების ჰოსპიტალიზების კუთხით ყოველდღიურად უფრო მეტი პრობლემა ჩნდება. ინფიცირებულთა 10% ბავშვია.

სპეციალისტები სიტუაციის კიდევ უფრო გართულებას აგვისტოს თვისთვის ვარაუდობენ:

„იმის გამო რომ სამწუხაროდ საქართველოში შეზღუდვები ყველა შეამცირეს და რაცაა არაეფექტურად ხორციელდება უნდა ვივარაუდოთ რომ შემთხვევების რაოდენობა გააგრძელებს ზრდას და ძალიან სახიფათო ზონაში შეიძლება შევიდეს საქართველო უკვე აგვისტოს შუა რიცხვებში“, – აცხადებს ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100