ვაშინგტონის შემდეგ მოსკოვს სამხედრო ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ლონდონიც ეუბნება
აშშ-ის შემდეგ რუსეთისთვის ჩვეულებრივი სამხედრო შეიარაღების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას დიდი ბრიტანეთიც წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას “დეილი ექსპრესი” ევროპის საქმეთა საკითხებში ქვეყნის მინისტრის დევიდ ლივინგტონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე თქმით, “ლონდონი ოფიციალურ მოსკოვთან სამხედრო ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით თანამშრომლობას წყვეტს, რისი მიზეზიც თავად რუსეთის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 2007 წლის შემდეგ შეუსრულებლობა გახდა”.
ლივინგტონის განცხადებით, “როცა 29 ქვეყანა თავის ვალდებულებებს ასრულებს, ერთი კი - არა, ვითარება უცვლელი ვეღარ დარჩება”.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმებიდან გამოსვლა გახდა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის მზადების პირველი ნაბიჯი. ამ შეთანხმებიდან გამოსვლის შემდეგ რუსეთმა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეძლო განეხორციელებინა თავისი სამხედრო ტექნიკის გადაადგილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
კომენტარი