სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვრცელდება ცნობები კორონავირუსით გარდაცვლილი მე-4 პაციენტის შესახებ

დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი ქუთაისში „ჰოსპიტალსერვისში“ მკურნალობდა. იგი 87 წლის იყო.

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ტარიელ კუხიანიძის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 3 ოქტომბერს შეიყვანეს და მას გულის მწვავე უკმარისპბა ჰქონდა.

„მას ჰქონდა გულის მწვავე უკმარისობა, გადავიყვანეთ ბოქსირებულ პალატაში, თავიდანვე მივიტანეთ ეჭვი კორონაზე, ამიტომ შემხებლობაში მყოფი პერსონალი თავიდანვე იყო დაცული. კრიტიკული მდგომარეობა იყო თავიდანვე, დადასტურდა კოვიდინფექცია, გამოვიძახეთ სპეციალური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფდა მის კოვიდცენტრში გადაყვანს, თუმცა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა მისი გადაყვანა და დადგა ლეტალური შედეგი. პაციენტი არის 87 წლის, მას ჰქონდა ბევრი თანმხლები დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ხარისხი, ჰიდროპერიკარდიუმი“, – აცხადებს ტარიელ კუხიანიძე.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით მე-4 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100