ლევან ჯიბღაშვილი საცოლემ თურქ ბიზნესმენში გაცვალა და თხოვდება
ლევან ჯიბღაშვილი საცოლემ, ნინიკო ნაცარიშვილმა მიატოვა და თურქ ბიზნესმენს მიჰყვება ცოლად. აღნიშნული ინფორმაცია დრონი.ჯი-ს ნინიკოს ოჯახის ახლობელმა მოაწოდა.
„ნინიკო ამბობდა, რომ ლევანი არ უყვარდა და ძალით აყოლებდნენ ცოლად, რადგან ოჯახს მოსწონდა. ის ლევანის გაცნობამდე ხვდებოდა ეროვნებით თურქს, ბათუმში არსებული ერთ-ერთი ცნობილი მაღაზიის მეპატრონეს. ლევანის გაცნობის შემდეგ მიმოწერა ისევ ჰქონდათ წყვილს. ის ვიცი კიდევ, რომ ნინიკო ამ ბიჭს გაჰყვა სტამბოლში და ერთად არიან. წყვილი დაქორწინებას ახლო მომავალში აპირებს “- განაცხადა ჩვენთან საუბარში სანდო წყარომ.
შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია ნინიკო ნაცარიშვილისა და ლევან ჯიბღაშვილის დაშორების შესახებ, რაც ჯიბღაშვილის დედამაც დაადასტურა, თუმცა დაშორების მიზეზებზე არაფერი თქმულა. როგორც ჩანს ნინიკომ ლევანი თურქ ბიზნესმენში გაცვალა.
ნინიკო ნაცარიშვილი 18 წლისაა. იგი პირველად 15 წლის ასაკში გათხოვდა. მისი პირველი ქმარი ცნობილი ფეხბურთელის რევაზ ჩელებაძის შვილი გიორგი ჩელებაძეა. წყვილმა 2014 წელს იქორწინა, თუმცა მათი თანაცხოვრება არ შედგა.
კომენტარი