სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საქართველოს სალიზინგო კომპანია” ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს

თბილისი,19 ნოემბერი, 2015 – „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ (GLC), პირველი ქართული სალიზინგო კომპანია, მონაწილეობას იღებს სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–15 საერთაშორისო გამოფენაში. პირველად წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გამოფენის მხარდამჭერია ევროკავშირის პროგრამა ENAPRD (ევროპული სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის). გამოფენა 2015 წლის 18-20 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ში გაიმართება. „საქართველოს სალიზინგო კომპანია“-სთან ერთად, გამოფენაში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ქვეყნის 140-მდე კომპანია.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკა/ დანადგარები. გამოფენას ასევე დაესწრებიან ფერმერები, „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ თანამშრომლები კი ადგილზევე გაუწევენ კონსულტაციას, ყველას ვინც დაკავებულია სოფლის მეურნეობით, რომ შეარჩიოს და შეიძინოს სასურველი ტექნიკა/დანადგარები.

„საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ საქართველოში პირველმა შესთავაზა მომხმარებელს ლიზინგი როგორც ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული წყარო. ამ დროისთვის GLC-ის პორთფელს 18%-მდე აგროკულტურის დაფინანსება შეადგენს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით კომპანიამ 3 უმსხვილესი პროექტი დააფინანსა, რომლის ჯამური მოცულობა 3,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

GLC-ი ემსახურება როგორც კორპორაციულ კლიენტებს, ასევე ფიზიკურ პირებს, რომელთა რიცხვიც მუდმივად მზარდია, რადგან ლიზინგით სარგებლობა შესაძლებელია თითქმის ყველა სფეროში: სატრანსაპორტო და სამშენებლო ბიზნესი, სოფლის მეურნეობის სექტორი, სასოფლო სამეურენო და სამთო მოპოვება, ქარხნები და საწარმოები, სამედიცინო თუ ესთეტიკური აღჭურვილობის სფერო, რესტორნის, საცხობისა და სასტუმროს აღჭურვილობის სფერო, ენერგეტიკა, დისტრიბუცია, პოლიგრაფია და საცალო ვაჭრობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: www.leasing.ge

###

„საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ შესახებ

შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ (GLC) „საქართველოს ბანკის“ ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელსაც 15-წლიანი გამოცდილება აქვს სალიზინგო მომსახურების სფეროში. GLC-ი იყო პირველი სალიზინგო კომპანია, რომელმაც მომხმარებლებს საქართველოში შესთავაზა ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო და ამ მისიას დღესაც წარმატებით ახორციელებს. GLC დამწყებ, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს სალიზინგო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათშორის: ფინანსურ, დაბრუნებით და საოპერაციო ლიზინგს. GLC-ი2007 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს WBC-სთან (World Business Capital), საიდანაც 14,5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი მოიზიდა. 2014 წელს კომპანიამ 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 3-წლიანი ობლიგაციები გამოუშვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100