სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფო ჭყონია: ქართველი მოდელები ძალიან ცუდ ფორმაში არიან

"ქართველი მოდელები ძალიან ცუდ ფორმაში არიან. მიუხედავად იმისა, რომ კვირეულები ჩვენთან ასე ხშირად ტარდება და მოდელები სულ ფორმაში უნდა იყვნენ, პირიქით ამ ფორმიდან საერთოდ ამოვარდნილები არიან", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" სოფო ჭყონიამ.

სოფო ჭყონიამ სამოდელო ბიზნესიდან წასვლა სწორედ მოდელების უპასუხისმგებლობის გამო გადაწყვიტა. მიუხედავას ამისა მოდის კვირეულს აქტიურად ესწრება და როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" განაცხადა ძალიან რთულია საქართველოში მოდის ბიზნესის აწყობა.

"არ არიან პროფესიონალები, რომ გადმოიტანონ ის იდეა, რომელიც დიზაინერს აქვს. ვატყობ, მოდელები საერთოდ ვერ დადიან. არ ვიცი ეს ფეხსაცმელის ბრალია თუ მოედელების, ამაში ჯერ ვერ გავერკვიე. მოდელები საკმაოდ ცუდი დონის არიან. მაგრამ, ის შეცდომები, რომ ფეხსაცმელი ზოგს დიდი აქვს, ზოგს ძვრება, ზოგი ნაწილებად იშლება პოდიუმზე ეს არ უნდა ხდებოდეს, ეს დიზაინერის პრობლემაა. აუცილებელია, მათ საზღვარგარეთ გაიარონ პრაქტიკა, რის შემდეგაც, თუნდაც იმ პატარა თანხებითაც შეძლებენ კოლექციის ჩვენებას, რომელიც სანახაობრივად მაინც იქნება საინტერესო,"- აღნიშნა ჭყონიამ.

ამასთან დაკავშირებით თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორმა თაკო ჩხეიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, რომ კვირეულის და დიზაინერების სიჭარბიდან გამომდინარე საქართველოში მოდელების დეფიციტია.

"მიუხედავად იმისა რომ ჩემი სააგენტო მაქვს, არასდროს ვაკეთებ მონოპოლიზებას, რომ ჩემი მოდელები იყვნენ. პირიქით ყველა სააგენტოდან ვარჩევთ საუკეთესო მოდელებს. კასტინგებს ვატარებთ და ძალიან გვიჭირს მოდელების შერჩევა, იმიტომ რომ ბევრი მოდელია საჭირო კვირეულისთვის, რადგან ბევრი დიზაინერი იღებს მონაწილეობას და მოდელების რესურსი არ არის. ძალიან ვწუხვარ რომ არ არის ბევრი მოდელი. იმედი მაქვს, რომ წამოვა ლამაზი თაობა", - აღნიშნა თაკო ჩხეიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100