სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვეჯინის 27- ე საარჩევნო უბნიდან "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი გააძევეს

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 - ვეჯინის 27-ე საარჩევნო უბნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი გააძევეს. ელმირა ბეციაშვილის განცხადებით, ეს დავალება კომისიის თავმჯდომარემ, გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა გასცა. მისივე თქმით, აღნიშნული პირი უბანზე სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის სტატუსით იმყოფება.

მერის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი უბანზე რეგისტრატორებისა და მათი ბეჭდების ნომრებს იწერდა. ბეციაშვილის განცხადებით, უბანზე ამომჩევლებს ბიულეტენში შემოხაზული ნომრების ჩვენებასაც აიძულებენ.

შეგახსენებთ, რომ ელმირა ბეციაშვილს რამდენიმე დღის წინ ვეჯინში, ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" შეუგდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100