ფსევდოქალწულობა ანუ გათამაშებული პირველი სექსი
როგორ უნდა მოვატყუოთ ქმარი, თუკი გოგონა აღარ არის ქალწული? ჩავხედოთ გასულ საუკუნეში გამოცემულ „სასამართლო გინეკოლოგიას“, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს „ცრუ უმანკოებას“. იქ აღწერილია სულ სხვადასხვა მეთოდები, რომლებსაც მიმართავენ ქალები: ინტიმური ურთიერთობა მენსტრუაციის ან მსგავსი სისხლდენის დროს, საშოში სისხლით ავსებული თევზის ბუშტის შეყვანა, სექსუალური აქტის დროს საკუთარი სასქესო ორგანოსთვის ჭრილობის მიყენება, საშოს ძლიერი დაჭიმვა მასში ასოს გადაადგილების პროცესში და სხვ.
ამ წიგნის გამოქვეყნებიდან დიდი დრო გავიდა და ქალწულობას მამაკაცები თითქოს უკვე ისეთ მნიშვნელობას აღარ ანიჭებენ, როგორც უწინ, მაგრამ, თუ გულისსწორი თავს დებს ქალწულობაზე და ამ დროს ქალიშვილი არ არის, ცოტა არ იყოს, საჩოთირო სიტუაცია იქმნება...
აღმოსავლეთ ევროპული გამოცდილების მიხედვით, ქალწულებს ცხოვრების თანამგზავრად ირჩევენ ქალებში ადრე კარგად ნასიარულევი მამაკაცები, რომლებიც სამეუღლეოდ არ ენდობიან სექსში უკვე გამოცდილ ქალებს; ქალწულებს ირჩევენ აგრეთვე მორცხვი და საკუთარ თავში ვერდაჯერებული პიროვნებები, რომლებიც ხშირად თავადაც უბიწონი არიან; დაბოლოს – ის მამაკაცები, რომლებიც საკუთარ თავს მიიჩნევენ სექსუალურ ვამპირებად: ქალწულის ენერგეტიკული ველი მათ უფრო გემრიელ საკბილოდ მიაჩნიათ, ვიდრე წარსულის გამოცდილებით „სხეულწარწყმედილი“ ქალისა.
ნამეტანი „გათვითცნობიერებული“ მამაკაცების მოტყუების თვითშემოქმედებითი მეთოდები არ შეცვლილა ბებიების დროის არსენალიდან, თუმცაღა დღეს გაცილებით იშვიათად იყენებენ თევზის ბუშტებს და თითქმის არ გვხვდება საკუთარი სასქესო ორგანოს ტრავმირების შემთხვევები (ქმრის მოტყუებაში საკუთარი თავი რაღად უნდა დასაჯონ?!)
განა უფრო მარტივი არ არის საშოში ბამბის ან პოროლონის ტამპონის შეყვანა, რომელიც სისხლით, ან მისი მსგავსი სითხით იქნება გაჟღენთილი?! თან შეიძლება სექსი მენსტრუაციის დაწყების პერიოდსაც დავუმიზნოთ. კიდევ უფრო ადვილია ტკივილისა და სიძნელეთა აღმნიშვნელი გრიმასის გათამაშება ასოს შეყვანის პროცესში, ხოლო სექსუალური პარტნიორი თუ ძალიან დაინტერესდება, გადმოვულაგებთ სტატისტიკას:
პირველი სექსუალური აქტისას უხვი სისხლდენა აღენიშნება მხოლოდ 9%–ს, ზომიერი – 21 %–ს, მცირე – 54%–ს, ძალიან მცირე (ან საერთოდ სისხლდენის გარეშე) – 16 %–ს. ახლა ტკივილები : ძლიერი ტკივილები აღენიშნება 14%–ს, არცთუ ძლიერი – 44%–ს, საერთოდ ტკივილის გარეშე – 42%–ს.
ჰოდა, თუკი ყველაფერმა შეიძლება, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ასე უმტკივნეულოდ ჩაიაროს –– თავისთავად გამოირიცხება საქალწულე აპკის აღდგენის ერთობ პრობლემატური ქირურგიული პროცედურა და მამაკაცი დაიმშვენებს თავს საჩუქრად მორთმეული ორი კოხტა რქით!
კომენტარი