სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კლინიკების ასოციაცია ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების გაერთიანება ჯანდაცვის მინისტრს არაკომპეტენტურობაში ადანაშულებს და მის გადადგომას ითხოვს. როგორც კლინიკების გაერთიანებაში აცხადებენ, ქვეყანას ურთულესი გამოწვევევი აქვს, ხოლო ეკატერინე ტიკარაძე გამოუცდელია.

გარდა ამისა, კლინიკების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროში მწვავე საკადრო დეფიციტია.

"სრულიად გამოუცდელი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, არაკომპენტენტური მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების არაკვალიფიციური უფროსები, მათი ქმედება, თუ უმოქმედობა კრიტიკას ვერ უძლებს. ერთგვარად სახეზეა არაპროფესიონალიზმი, რომლის შედეგად გასული ერთი წლის განმავლობაში მომზადებული იქნა სრულიად გაუაზრებელი ინიციატივები. ყოველივა ამან შეაფერხა კონკრეტული ნოზოლოგიური დარგების ნორმალური კლინიკური საქმიანობა და საბოლოოდ უარყოფითი როლი ითამაშა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. გარდა ამისა კორონავირუსთან ბრძოლის მეორე ფაზას სისტემა შეხვდა არასრულყოფილად მომზადებული, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დაავადების ინვაზიის და ლეტალური გამოსავლის მკვეთრ ზრდაზე. დროულად არ იქნა გათვალისწინებული ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციები", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს კლინიკების ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

1) ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის და გამოვლენილი ნაკლოვანებების გამო პასუხისმგებლობა სრულად დაეკისროს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს და იგი გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან;

2) განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების უფროსები და სამსახურების ხელმძრვანელები;

3) ჯანდაცვის სისტემა დაუყოვნებლივ დაკომპლექტდეს პროფესიული ნიშნით შერჩეული მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრით;

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100