სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია „სილქნეტის“ უკაბელო ტელეფონი უფრო ხელმისაწვდომი ხდება

კომპანია „სილქნეტი“ უკაბელო ტელეფონის აბონენტებს სიახლეებს სთავაზობს. 1 ივნისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით უკაბელო ტელეფონის ფასი 60 ლარამდე დაიკლებს, გადახდილი თანხის 15 ლარი კი აბონენტს ბალანსზე დაუბრუნდება.
ამას გარდა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოიხსნება 20 ლარიანი აღდგენის საფასური, რომელსაც აბონენტი ტელეფონის ორმხრივად გათიშვის შემთხვევაში იხდიდა.
1 ივნისიდან ასევე ამოქმედდება მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვისი (sms), რომლითაც აბონენტები ტესტურ რეჟიმში სარგებლობდნენ. ამიერიდან კი მათ საშუალება ექნებათ სრულყოფილად გამოიყენონ შMშ მომსახურება და განსაკუთრებულად შეღავათიანი ტარიფებით გააგზავნონ შეტყობინებები სხვადასხვა ოპერატორის მიმართულებით:

5 ლარიანი სააბონენტო პაკეტი - შეტყობინების ღირებულება - 3 თეთრი

7 ლარიანი სააბონენტო პაკეტი - 70 უფასო შეტყობინება - ლიმიტის ამოწურვის შემდეგ - შეტყობინების გაგზავნა – 3 თეთრი
15 ლარიანი სააბონენტო პაკეტი - 150 უფასო შეტყობინება - ლიმიტის ამოწურვის შემდეგ– შეტყობინების გაგზავნა - 3 თეთრი
15 ლარიანი პაკეტის არჩევის შემთხვევაში სხვა შეღავათებთან ერთად (ყველა მობილურ ოპერატორთან ზარის ღირებულება - 15 თეთრი, სხვა ფიქსირებულ ოპერატორთან ზარის ღირებულება - 4 თეთრი, 150 უფასო შეტყობინება–ლიმიტის ამოწურვის შემდეგ შეტყობინების გაგზავნა–3 თეთრი) მომხმარებლებს საშუალება ექნებათ 10 %–იანი ფასდაკლებით ისარგებლონ საერთაშორისო ზარებზე.
ივნისიდან უკაბელო ტელეფონის აბონენტებს კომპანია „სილქნეტი“ კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს, ფასიანი ნომრები (ოქროს ნომრების გარდა) ამიერიდან უფასო იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100