სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაღესტანში სასულიერო პირებსაც აღარ ინდობენ

16 ივლისს გამთენიისას უწუნკალეს რაიონში უცნობმა პირებმა ჩაცხრილეს ავტომანქანა, რომლითაც მგზავრობდნენ სოფელ აშილტას მეჩეთის იმამი ბუდუნოვი და რაიონის იმამის მოადგილე მაგომედოვი. ორივე სასულიერო პირი სხეულის მძიმე დაზიანებით მოთავსებულია საავადმყოფოში.

სასულიერო პირებზე თავდასხმებს დაღესტანში სისტემატური ხასიათი აქვს. 10 ივლისს მოკლეს ბუინაკსკის რაიონის სოფელ კარამახის მეჩეთის იმამი, 14 ივლისს კი ყიზლარის რაიონის სოფელ მიხეევკას მეჩეთის იმამი.

ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ გაუხსნელი რჩება თითქმის ყველა სასულიერო პირის მკვლელობა არა მარტო დაღესტანში, არამედ მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100