სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში ფეხმძიმე ქალბატონს მანქანა დაეჯახა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქვეითად მოსიარულე ქალბატონს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას ქუთაისის სააგენტო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში Topnews.com.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდარის შედეგად ქალბატონი მსუბუქად დაშავდა, ხოლო მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.

მომხდარზე გამოძიება სისხლია სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100