11 წლის ბავშვმა 8 წლის გოგონა მოკლა
აშშ-ში 11 წლის ბიჭმა 8 წლის გოგონა მოკლა. მომხდარს ადგილობრივი პოლიცია ადასტურებს.
ინციდენტი 2015 წლის 4 ოქტომბერს ტენესის შტატში მოხდა, თუმცა ამ დრომდე ტრაგედიის დეტალები გასაიდუმლოებული იყო.
ბავშვები ერთმანეთის მეზობლები იყვნენ და ბიჭმა გოგონას მკვლელობა მას შემდეგ ჩაიდინა რაც 8 წლის მაკაილა დაიერმა მისთვის საკუთარი ლეკვების ჩვენებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც 11 წლის ბენჟამენმა მამის ცეცხლსასროლი იარაღი მოიპარა და გოგონას ესროლა.
ცნობისთვის ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ში ბავშვმა ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. 2014 წელს მიჩიგანის შტატში 12 წლის ბიჭმა თამაშის დროს 9 წლის ბავშვი მოკლა.
კომენტარი