ბათუმში მამაკაცი დაჭრეს
ბათუმში მამაკაცი დაჭრეს. მას გულმკერდის არეში ქონდა ჭრილობა მიყენებული. ის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.
მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ექიმის თქმით, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა
კრიტიკულად მძიმეა. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ის ნასვამი იყო და ჩადენილი დანაშაული აღიარა.
გამოიძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარი