სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი

ხვალ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

თბილისში დღეს +14 გრადუსი იქნება ხვალ კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +7 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში სინოპტიკოსები ძლიერ წვიმასა და ქარს პროგნოზირებენ 20-25 მ/წმ. თოვს გუდაურშიც, სადაც ხვალ ღამით თერმომეტრებზე მეტეოროლოგები -10 გრადუსის დაფიქსირებას პროგნოზირებენ. ძლიერი წვიმა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი ბათუმშიც. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ზღვისპირა ქალაქებში ძლიერი ქარი იქროლებს 20-25 მ/წმ. ძლიერი წვიმა ქარი და დაბალი ტემპერატურია კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100