ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე გახდა
ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ ცენტრალურ ოფისში ახალი პრესსპიკერი წარადგინა. როგორც გაირკვა, ამ პოსტზე ირაკლი ტრიპოლსკის მაია ფანჯიკიძე ჩაანაცვლებს.
მაია ფანჯიკიძე ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მილიარდერმა ქართულ პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამოხატა და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. ქალბატონი მაია ცნობილი ქართველი მწერლის – გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილი და ივანიშვილთან დაახლოებული ირაკლი ალასანიას ცოლისდა გახლავთ.
ამასთან, ინტერპორტალმა „პრესა.ჯი“–მ ჯერ კიდევ გუშინ, ღამის საათებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი ტრიპოლსკის პრესსპიკერის თანამდებობაზე გოგი ახალკაცი ჩაანაცვლებდა. „პრესა.ჯი“–ს ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ გადაწყვეტილება სასწრაფოდ შეცვალა და გოგი ახალკაცის ტელეკომპანია „იგრიკაში“ გადაყვანის, ხოლო პრესსპიკერად მაია ფანჯიკიძის დანიშვნის გადაწყვეტილება სასწრაფოდ მიიღო.
კომენტარი